Amnesty International-ის ანგარიშში „რუსთავი 2“-ის საქმე, ლგბტ პირთა და შრომითიც უფლებები მოხვდა
11:12:49     22-02-2018
Amnesty International-ის ანგარიშში „რუსთავი 2“-ის საქმე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების შეზღუდვა, ლგბტ პირთა და შრომითი უფლებები მოხვდა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული საქმის სასამართლოში განხილვა გაგრძელდა.
„2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელებისათვის, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერებად მიიჩნევიან, დაბრუნება ბრძანა, რითიც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის სავარაუდო ჩარევის თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს და სასამართლო პროცესი უსამართლოდ შეაფასეს. მარტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება მოითხოვა, ვიდრე თავადაც არ განიხილავს საქმეს“, - ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, რუსულმა სამხედრო ძალებმა და აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებმა დე ფაქტო საზღვრის მიმდებარედ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა გააგრძელეს.
„საზღვრის „არალეგალურად“ კვეთის ბრალდებით, ათეულობით ადამიანის დროებით დაკავებისა და დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირდა. ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარედ მავთულხლართების გაბმის გახშირებულმა პრაქტიკამ ადგილობრივი მოსახლეების უფლებების შელახვა გააგრძელა: საკუთარ ბოსტნებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვამ მათი მუშაობის, საკვებისა და ცხოვრების სათანადო დონის უფლებები შეზღუდა“, - ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, ახალი კონსტიტუციით, ქორწინების შესახებ მუხლს, რომელიც ადგენს, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“, ქორწინების განმარტება დაემატა, რომელიც განისაზღვრა, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“. ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები ყოველგვარი სამართლებრივი აღიარების გარეშე რჩებიან.
„25 აგვისტოს, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, პოლიციამ ორი ლგბტი აქტივისტი დააკავა. აქტივისტებმა მათ მიმართ ძალადობა და „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ საფუძვლით მათი დაკავება გააპროტესტეს. აქტივისტების განცხადებით, პოლიციელებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აგვისტოში აქტივისტების საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, რომელიც წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული“, - ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.
რაც შეეხება შრომით უფლებებს, ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების შედეგად ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლის განსაკუთრებით დიდი ნაწილი მაღაროებსა და მშენებლობებზე დასაქმებულ მუშებზე მოდიოდა.
„რეგულაციების გამკაცრებისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მათი ეფექტური მონიტორინგის საჭიროება კვლავინდებურად დგას“, - ნათქვამია ანგარიშში.