ბექა ოდიშარია: ბიბლიასთან ვინ უფრო ახლოს არის, საზოგადოებამ განსაჯოს
17:29:14     21-02-2018
"ჩემს და თქვენს შორის ბიბლიასთან ვინ უფრო ახლოს არის, საზოგადოებამ განსაჯოს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მისამართით განაცხადა.
მანამდე კი პარლამენტარმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილიც გააკრიტიკა.
ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გაუგებარია, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მტრის ხატს ქმნის იმისგან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაძლიერდეს.
"საკითხი გაცილებით მარტივია, არც ბიბლია, არც ახალი აღთქმა და ახალი ისტორია არაფერ შუაშია. ლევიტანი ვახსენე, რომელიც ტელე-რადიო-მაუწყებელთან ახლოს იყო და ჩემს და თქვენს შორის ბიბლიასთან ვინ უფრო ახლოს არის, საზოგადოებამ განსაჯოს. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ქალბატონო ანა(ნაცვლიშვილი), ძალიან სამწუხაროა და გაუგებარი ლოგიკა ვითარდება, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ავითარებს ლოგიკას, როცა ქმნის მტრის ხატს იმისგან, რომ რაღაც საზოგადოებრივი ქონება, რაც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი გაძლიერება დაიხატოს ასეთ აპოკალიფსურ ფერებში. ეჭვი არ მეპარება ანას პროფესიონალიზმში, მის ექსპერტულ გამოცდილებაში, ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ მან კარგად წაიკითხა ევროპის მაუწყებელთა კავშირის ანგარიშები და მაგალითად, მხოლოდ ისლანდიის მაგალითი მოიყვანა და არა ის ოთხ ათეულზე მეტი ქვეყანა, რომელიც ნახსენებია და როგორც მოგახსენებთ, ეს ნიადაგს უმყარებს წარმოდგენილ ცვლილებებს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, იკითხება შეტევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც კონკურენტზე.