ირანი ბირთვულ პროგრამას არ შეაჩერებს
11:24:40     28-05-2011
საერთაშორისო ატომურ სააგენტოში ირანის წარმომადგენელმა ალი ასგარ სოლთანიემ ირანის მიერ ატომური ბომბის შექმნის მცდელობა კვლავ კატეგორიულად უარყო და მას „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა. ჩვენი ქვეყანა ბირთვული იარაღის გარეშეც ძლიერია - განაცხადა ჩინოვნიკმა.
მისი თქმით, ატომური ბომბის შექმნა ირანს ზოგიერთ სახელმწიფოსთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფლიქტში ჩააბამს. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციები, ირანის ატომურ პროგრამას, რომელიც მშვიდობიანი მიზნებით ხორციელდება, ვერ შეაჩერებს.
როგორც ცნობილია, 2010 წელს, გაეროს უშიშროების საბჭომ თეირანის წინააღმდეგ სანქციები აამუშავა, რათა ამ უკანასკნელს გამდიდრებული ურანის წარმოებაზე უარი ეთქვა, თუმცა სანქციები მაინცდამაინც ეფექტრი ვერ გამოდგა. ოფიციალური თეირანი ირწმუნება, რომ ურანის გამდიდრებას ის მშვიდობიანი მიზნებით ახდენს.