გიორგი მარგველაშვილი: „ქართული ოცნებისთვის“ ინსტიტუტების შერყევა საფირმო ნიშანი გახდა

  15:55:02     20-02-2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვეტოს დაძლევა, პლურალისტურ მედიას და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იმიჯს დააზარალებს, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.


„ქართული ოცნებისთვის“ ინსტიტუტების შერყევა საფირმო ნიშანი გახდა და ასე მოხდა უშიშროების საბჭოს შემთხვევაში. მე არ მიკვირს , რომ სამწუხაროდ იგივე ხდება მედიასთან მიმართებაშიც. რანაირად უნდა იყო მმართველი პარტია თუ არ უფრთხილდები იმ შენობას, რომელშიც შენ ხარ მმართველი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.