დავით სუჯაშვილი: არა მგონია, შს მინისტრის პარლამენტში დაბარება ჩემს ანგარიშს უკავშირდებოდეს
15:44:23     20-02-2018
„არა მგონია, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარება უკავშირდებოდეს ჩემს ანგარიშს“, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა.
როგორც დავით სუჯაშვილმა განმარტა, არა მარტო უსაფრთხოების სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, დაზვერვის სამსახურს სხვა სამინისტროებთანაც აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და ხდება ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა.
„ვფიქრობ, ძალიან კარგად, გამართულად მუშაობენ უწყებები. ჩვენ არა მარტო უსაფრთხოების სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სხვა სამინისტროებთანაც გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და ხდება ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა“, - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.
პარლამენტში სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან გამართული რამდენიმე საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას დაბარებას ითხოვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვთ შესაძლებლობა ან სურვილი, ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები გაანეიტრალოს.