ავტოავარია ქუთაისში - უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს

  15:22:07     20-02-2018

ამ წუთებში, ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში, პოლიციის განყოფილებასთან ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა, ამის შესახებ ინფორმაციას KutaisiToday.com ავრცელებს. 

თვითმხილველების განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის დაახლოებით 45 წლის მამაკაცია, რომელიც შოკურ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.