ქალი, რომელმაც მეუღლე დაჭრა, ამტკიცებს, რომ მასზე ქმარი სისტემატურად ძალადობდა
18:41:07     19-02-2018
ახალგაზრდა ქალი, რომელმაც საკუთარი მეუღლე დაჭრა, ბრალს აღიარებს. ის ამბობს, რომ მეუღლეს ჭრილობები სამზარეულოს დანით მიაყენა. ლია მიქელაძე აცხადებს, რომ მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. მისივე თქმით, მეუღლე მასზე ხშირად ძალადობდა და ფიზიკურად უსწორდებოდა.
„ხელით შემეხო და სასტიკ მდგომარეობაში ჩამაგდო. საერთოდ ჭკუაზე არ ვიყავი. წიხლები მირტყა. გავითიშე, მერე ავდექი და ესეთი მოვლენა მოხდა. კიდევ არ მეგონა დაჭრილი რომ იყო. მარტო მე რომ მკითხავენ, არ შეიძლება რომ მას კითხონ, რატომ გააკეთა ეს ლიამ და ამ დონეზე რატომ მოიქცა შენი მეუღლე, რომ არ დაგინდო და დანით დაგჭრა,“- აცხადებს ლია მიქელაძე.
შეგახსენებთ, შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოხდა. დაჭრილი მამაკაცი 31 წლის ხვიჩა კიზირიაა. მას ჭრილობები გულ-მკერდის და მუცლის ღრუს არეში აქვს მიყენებული. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ოჯახში სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. სამივე მათგანი კონფლიქტის დროს სახლში იმყოფებოდა.
მეზობლები ამბობენ, რომ ხვიჩა კიზირია მშვიდი ადამიანია და ის ფიზიკურად მეუღლეს არ შეხებია. მომხდარში მეზობლები ლია მიქელაძეს ადანაშაულებენ.
საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.