მუსტაფა ემრე ჩაბუქი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი

  14:29:55     19-02-2018

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

ჩაბუქმა მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანზაციას, მედიას, ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმს და ყოფილ და მოქმედ ომბუდსმენებს.

,,ლეგალურად თუ არალეგალურად ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები ვერცერთი ტერორისტული ორგანიზაციის მომხრე.“-განაცხადა პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ჩაბუქმა.

მისი თქმით, ის დეტალურად სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებს, რომელსაც უახლოეს მომავალში გამართავს.
ჩაბუქი აცხადებს, რომ ის ნამდვილად იყო პოლიტიკური პატიმარი.
,,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“- განაცხადა ჩაბუქმა.