„გერმანიაში ქართველების დახმარებით, თავშესაფრები ქურდობისა და ძარცვის ბაზებად გადაიქცა“
11:05:20     19-02-2018
გერმანიის ერთ-ერთი რეგიონის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნას გამოცემა Welt-ი ვრცელ სტატიას უძღვნის.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ლტოლვილთა მინისტრი, გამოცემასთან ინტერვიუში, აცხადებს, რომ რეგიონში დანაშაულის ზრდაში დიდი წვლილი სწორედ თავშესაფრის ქართველ მაძიებლებს მიუძღვით, რომელთა დახმარებითაც თავშესაფრები ორგანიზებული ქურდობისა და ძარცვის ბაზებად გადაიქცა.
იოახიმ შტამპის თქმით, ის პირები, ვინც თავშესფრის მოთხოვნის შემდეგ არაკანონიერ საქმიანობას ეწევიან, დიდ ზიანს აყენებენ იმ ქართველების რეპუტაციას, რომლებიც გერმანიაში კეთილსინდისიერად ცხოვრობენ.
ლტოლვილთა მინისტრმა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სასწრაფოდ გადახედვისა და ქართველების შემოწმების გამკაცრების მოთხოვნით უკვე მიმართა.
გამოცემაში სტატისტიკაც არის მოყვანილი, სადაც ნაჩვენებია, რომ გერმანიის მხოლოდ ერთ რეგიონში, ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 400%-ით გაიზარდა.