ჩოუ ფანი - შემწვარი ბრინჯი
11:00:10     28-05-2011
მასალა:
1 ჭიქა პატარა ნაჭრებად დაჭრილი მოხარშული ხორცი
3 ჭიქა ცივი მოხარშული ბრინჯი
3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
2 ცალი კვერცხი
1 სუფრის კოვზი მწვანილი
2 პატარა თავი ხახვი
მარილი
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავამატოთ ბრინჯი, ვწვათ 10 წუთის განმავლობაში, დროდადრო ვურიოთ. დავამატოთ ხორცი, მწვანილი, მარილი და ათქვეფილი კვერცხი და კარგად მოვურიოთ. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ ხახვი.