გროზნოსა და თბილისს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
11:13:44     16-02-2018
2018 წლის ბოლომდე გროზნოდან თბილისის, დუბაისა და ამანის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა იგეგმება. აღნიშნულს შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გროზნოს აეროპორტის დირექტორზე სულთან გამბულატოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2018 წლიდან გროზნოსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყება. საერთო ჯამში ჩვენ ვგეგმავთ, რომ აპრილში ერთდროულად გავუშვათ ახალი მარშრუტები ასევე დუბაისა და ამანის მიმართულებით. ასევე ვგეგმავთ პირდაპირი ფრენების დაწყებას გროზნოდან და სოჭის, როსტოვ-დონისა და სიმფეროპოლის მიმართულებით“, აღნიშნა აეროპორტისა ხელმძღვანელმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კი ავცხადებენ, რომ აღნიშნული მიმართულებით ფრენების დასაწყებისთვის შესაბამისი ნებართვის მისაღებად უწყებისთვის ამ ეტაპზე არც ერთ ავიაკომპანიას არ მიუმართავს.