ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური კუთხით საინტერესო არ არის

  14:37:04     14-02-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური კუთხით საინტერესო არ არის, სამართლებრივ მხარეზე კი შესაბამისი უწყებები მუშაობენ. 

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მიმართავს თუ არა ქართული მხარე ახლა უკვე პოლონეთს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით.

„მე რამდენჯერმე გავაკეთე ამასთან დაკავშირებით კომენტარი და იგივე შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური კუთხით ეს არ არის საინტერესო, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ამით რეალურად არიან დაკავებული შესაბამისი უწყებები და ამ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.