რომან კაკულიამ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა პრეზიდენტის შეთავაზებასთან დაკავშირებით
14:27:53     14-02-2018
“საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
კომიტეტის ოთხმა წევრმა შენიშვნებს მხარი დაუჭირა, ოთხმა კი, ხმა წინააღმდეგ მისცა.
კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით.
როგორც მან განმარტა, ვეტოს მხარდაჭერა იმას ნიშნავს, რომ მან მხარი უნდა დაუჭიროს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სტარტაპების დაფინანსების ინიციატივას, რასაც არ იზიარებს.
რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში გამოყენებულ ვეტოს, რადგან ეფექტური მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქციონირების პირობებში, მისგან გამოწვეული საფრთხეები არ იარსებებს.