მასობრივი ქურდობა ბათუმის „მაგნოლიაში“ - გაქურდულია ათამდე ბინა

  14:03:36     14-02-2018

შემაშფოთებელი კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მასობრივი ქურდობით, რომელიც ბათუმის „მაგნოლიაში“ დაფიქსირდა.

კერძოდ: ცნობილი გახდა რომ „მაგნოლიაში“ ათამდე ბინა გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, ძირითადად, ტექნიკა და ავეჯის ნაწილია წაღებული.

ბათუმის „მაგნოლიაში“ მდებარე ბინების უმრავლესობა დაკეტილია, რადგან მეპატრონეების დიდი ნაწილი თბილისში ცხოვრობს.

შესაბამისად, ბინის ქურდებმა დამძიმებული კრიმინოგენური ფონი სათავისოდ გამოიყენეს და მასობრივი ქურდობა განახორციელეს.

გაქურდული ბინების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს მეპატრონეთა უმრავლესობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. 

"ჯერჯერობით ისიც კი არ ვიცით, ზუსტად რამდენი ბინაა გაქურდული. ამიტომ, სხვა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით", - განუცხადა "პრესა.ჯი"-ს შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანუკი კურდღელიამ.