საფრანგეთი სირიაზე იერიშის მისატანად მზადაა

  10:43:00     14-02-2018

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი მზადაა სირიაზე საჰაერო იერიში მიიტანოს. კერძოდ, საქმე ეხება ქიმიური იარაღის საწყობებს. საჰაერო იერიშს კი ოფიციალური პარიზი მას შემდეგ მიიტანს, რაც სირიაში ქიმიური ირაღის არსებობა ოფიციალურად დადასტურდება.

ემანუელ მაკრონის თქმით, ფრანგული მხარე ჯერჯერობით სირიაში ქიმიური იარაღის წარმოების შესახებ ფაქტობრივ მასალას არ ფლობს.აშშ-ის ხელისუფლება კი ვარაუდობს, რომ რუსეთ-ამერიკის შეთანხმების მიუხედავად, რომელიც დამასკოს 2014 წლის ზაფხულისთვის მარაგის მთლიანად განადგურებას ავალდებულებდა, პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღის მარაგის ნაწილი არამხოლოდ შეინარჩუნა, არამედ მის შემუშავებასაც განაგრძობს.

"ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ სამხედრო ძალა, რათა აღვკვეთოთ ქიმიური იარაღის გამოყენება“ – აცხადებს ანონიმური წყარო.ასადის სამთავრობო ძალები ხან-შეიხუნის დასახლებაში მომწამლავი ნივთიერება ზარინის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.

2017 წლის 4 აპრილს ქიმიურ თავდასხმას 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 30 ბავშვის. 550 -ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.