"არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინაში კრიზისის პიკზე ვიხილოთ საზღვრის გადაკვეთის მეორე სერია"
17:56:50     13-02-2018
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, "პრესა.ჯი"-სთან საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აფასებს.
- სააკაშვილის დეპორტაცია პოლონეთში, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში?
- უკრაინაში პერმანენტული კრიზისი მიმდინარეობს, იქ მხოლოდ სააკაშვილის პრობლემა არ არის, უკრაინის ხელისულებას ადრე თუ გვიან სერიოზული პრობლემები შეექმნება, ქვეყანაში დადგება კრიზისის პიკი.სააკაშვილი კი იქ სადაც ქარიშხალია ყოველთვის ეპიცენტრში ექცევა ხოლმე, თუმცა როგორც ჩანს ეს მომენტი ჯერჯერობით არ დამდგარა, ასე რომ უკრაინის ხელისუფლებამ ისევე როგორც წინა ეპიზოდებში ეხლაც სააკაშვილის სასარგებლოდ ითამაშა, დაწყებული მთელი კასკადი შეცდომებით, მისი დაჭერა ვერ დაჭერის ეპიზოდიდან, სასამართლოდან მისი გამოშვებიდან და ა.შ ქმნის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველს.
-სააკაშვილი გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, პოროშენკოს კიდევ ერთ სისუსტეზე მიუთითებს, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს მომხდარმა სააკშვილზე?
- პოროშენკო სისულელეს სისულელეზე აკეთებდა, რითაც სააკაშვილს კი არ ასუსტებდა, პირიქით მის პოლიტიკურ გაძლიერებას უწყობდა ხელს, მისი ამ ფორმით დეპორტაცია იყო, მორიგი სიბრიყვე და სისულელე უკრაინის ხელისუფლების მიერ, რის კაპიტალიზაციასაც სააკაშვილი აუცილებლად მოახერხებს.
- ფიქრობთ რომ ის უკრაინაში დაბრუნდება?
- მე სრულიადაც არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინაში კრიზისის პიკზე ვიხილოთ საზღვრის გადაკვეთის მეორე სერია, მითუმეტეს ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პოლონეთსა და უკრაინას შორის ვითარება საკმაოდ დაძაბულია და პოლონეთი ჩემი აზრით სააკაშვილის ფაქტორს საჭირო მომენტში ძალიან კარგად გამოიყენებს.
- რაც შეხება საქართველოს, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი დაბრუნების იქ ძალიან ეშინია ხელისუფლებას, ეთანხმებით მას?
- საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილის ეშინია ამას აბსოლიტურად ვიზიარებ, ჩვენს ხელისუფლებას ბავშვისთვის დამახასიათებელი, გაორებული დამოკიდებულება აქვს სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით.ერთი მხრივ, ძალიან უნდა რომ დასაჯოს, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან ეშინია, რომ ის სერიოზული თავის ტკივილის საფუძველი გახდება. მათ სააკაშვილთან მიმართებაში მწყობრი გეგმა არ გააჩნიათ, რა უნდათ თვითონაც არ იციან, ვერ ყალიბდებიან.
შესაბამისად, თან ექსტრადირებას ითხოვენ და თან ფეხს ითრევენ, მაგრამ ის რაც უკრაინის ხელისუფლებამ გააკეთა, თუნდაც იმ პირობებში როდესაც ფორმალურად მაინც სააკშვილის საექსტრადაცო მოთხოვნა არსებობდ. ეს იყო დიპლომატიური სილის გაწვნა ჩვენი ხელისუფლებისთვის, ამით გამოჩნდა, რომ უკრაინის ხელისუფლება არაფრად აგდებს ჩვენს ხელისუფლებას, დიპლომატიურ ენაზე მათი საქციელი ესე იკითხება, - „სააკაშვილი ჩემი მტერია, მაგრამ შემთვის მტერიც კი არ მემეტება“, მეტი შეურაცხყოფა სახელმწიფოს ვინ უნდა მიაყენოს.
- როგორ განვითარდება საქართველოში პოლიტიკური პროცესები მომხდარი შემდეგ?- ჩემი აზრით, დიდი ცვლილებები ამ მხრივ საქართველოში არ იქნება. რადგან მე არ მგონია სააკაშვილი ჰიპერაქტიული ბომბით გამოირჩეს საქართველოსთან მიმართებაში, მისი მთავრი სამიზნე რჩება უკრაინა.