ცნობილი ფსიქოლოგის პირველი ფსიქო-ანალიზი - რატომ თხრის ივანიშვილი ასწლოვან ხეებს...
15:59:44     13-02-2018
ცნობილი ფსიქოლოგი, განწყობის ანთროპოლოგი და ნეირო ლინგვისტი, დავით ამირეჯიბი ექსკლუზიურად „პრესა.ჯი“-სთან საუბრობს ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხეებით გატაცებისა და გადარგვის ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე.
რისი სიმბოლოა ცაში აღმართული ასწლოვანი ხეები, როგორ იშიფრება ფსიქოლოგიურ ენაზე "ბარჟა" და წყალსაცავი, რა სახის კომპლექსია აშკარა ხეთა მოთხრა-გადარგვის პროცესში?
ცნობილი ფსიქოლოგი საკმაოდ საინტერესოდ, პროფესიონალურად და ამავე დროს, ყველასათვის გასაგებად ხსნის იმ უცნაურ მოვლენას, რომლის ფარგლებშიც ასწლოვანი ხეები ჯერ მოთხარეს, მერე „ცურვა ასწავლეს“ და ბოლოს მილიარდელის ბაღში გადარგეს.
ესაა პირველი საჯარო და კომპეტენტური ფსიქო-ანალიზი იმის შესახებ თუ რატომ თხრის და მიაქვს ივანიშვილს საკუთარ ეზოში ასწლოვანი ხეები...
„პრესა.ჯი“: ბატონო დავით, როგორ ახსნიდით ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას ასწლოვან ხეებთან მიმართებით, როგორ შეიძლება აიხსნას მისი ქმედება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?
დავით ამირეჯიბი: პირველ რიგში, ძალიან საინტერესოა თავად რას ფიქრობს ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი.
რა მიზნები ამოძრავებს მას. ის, რომ ინფორმაცია მწირა ამის შესახებ ესეც საინტერესოა.
მთელი საქართველო საუბრობს ამაზე და რეალურად არავინ არაფერი იცის.
ისმის კითხვა, გასაიდუმლოებულია?
ბიძინას მისი წარმომადგენლები აბსურდული მიზეზებით ამართლებენ, მაგრამ ყველასთვის გასაგებია, რომ ნამდვილი მიზეზი უცნობია.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ნამდვილი მიზეზი?
- ნამდვილი მიზეზი გაურკვევლია, თუმცა მეორე საკითხია, რომ თითო ხის გადმოტანას უამრავი ჯანსაღი ხე ეწირება, ნადგურდება ბუნება.
[I=4]თბილისის ბოტანიკურ ბაღს ბევრი კარგი სპეციალისტი ჰყავს. საინტერესო იქნებოდა მათი აზრის მოსმენა.
ბოტანიკურ ბაღში ჩამოაქვთ მცანარეები, მცენარეთა თესლიც, და ნერგებიც, მაგრამ ამის გამო არავინ ანადგურებს ბუნებას. ბაღის გაშენებით არაფერი არ ნადგურდება.
თუ ივანიშვილი კერძო ბოტანიკური ბაღს აკეთებს, როგორც მაგალითად, მამულაშვილის ცნობილი ბაღია მცხეთაში, ეს შესაძლებელია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბოტანიკური ბაღის კეთებას არ შეიძლება შეეწიროს უამრავი მცენარე, მრავალწლოვანი ხეები, რომელთა გაჩეხვაც ტრასაზე ხდება, ერთი ხის გადაადგილების გამო.
- თუკი ასეა, რა მიზანს ისახავს ასწლოვანი ხეებისგან ბაღის გაკეთება თქვენი აზრით?
- დიახ, საკითხავია რა მიზანს ისახავს ბაღის გაკეთება ამ ხეების ხარჯზე, მათი ამოძირკვა ბუნებრივი, მშობლიური გარემოდან და კონცენტრირება ერთ ადგილას.
[I=2]საქართველოს ბუნებას, ლადშაფტს სილამაზე აკლდება, უნიკალური ასწლოვანი ხეების ამოთხრა და სახლში წაღება ამახინჯებს ბუნებას. ჩვენს ქვეყანას უამრავი ლამაზი კუთხე აქვს, და მრავალწლიანი ხეები ამ სილამაზის ორგანული ნაწილია.
მათი ამთხრით იკარგება სილამაზეც და ისტორიაც, რომლის მომსწრეც ეს მცენარეები არიან. მათ გარემოში ხომ თაობები იზრდებოდნენ.
ხეების ფესვებით ამოღება და კონცენტრირება ერთ ადგილას, მაგონებს იმას, რაც საქართველომ გადაიტანა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ - მშობლიური კუთხეებიდან, საკუთარი სახლებიდან აფხაზეთიდან, სანაჩაბლოდან, უამრავი ადამიანის, ოჯახის იძულებით გადაადგილება ხდებოდა.
- ამბობთ, რომ დღეს იმ ადამიანების ნაცვლად ხეები განიცდიან იძულებით გადაადგილებას?
- დიახ, ამჯერად იძულებით გადაადგილების მსხვერპლი სწორედ ეს ასწლოვანი ხეები არიან, ვწყვეტთ მათ მშობლიურ გარემოს, სადაც ათწლეულების განმავლოაში იზრდებოდნენ, ახარებდნენ ადამიანთა თაობების თვალს, ფესვიანად ვიღებთ და ვასახლებთ უცხო გარემოში, კონცენტრირებული განსახლების ადგილას.
თითქოს ხეები იზიარებენ დევნილ ადამიანთა ხვედრს.
- დავუბრუნდეთ პირველ საკითხს, შეგიძლიათ ივანიშვილის ქმედება ფსიქო-ანალიტიკურად ახსნათ?
- მე თავს შევიკავებ ფსიქო-ანალიტიკური დახასიათებისგან, თუმცა ამ შემთხვევაში ინტერპრეტაცია ცალსახაა - ძლიერი, მაღალი, ზეცისკენ აღმართული, მრავალწლოვანი ხეების სიმბოლიკა ერექციის კომპლექსის ქვეცნობიერ შინაარსზე მიგვითითებს, ეს თვალშისაცემია.
[I=3]მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხეები ბარჟით გადაჰქონდათ ზღვით. წყალსაცავი კი ქალური საწყისის სიმბოლოა.
მეორე ფსიქო-ანალიტიკური ინტერპრეტაცია,რომელიც აგრეთვე თვალში საცემია, არის უკვდავების სიმბოლიკა - ასწლოვენი ხეები, მათი ძალა და ესთეტიკა, როგორც უკვდავების ელექსირის ძალის მომნიჭებელნი.
უკვდავების ესთეტიკა და ფალიკური კულტი, ნაყოფიერების, ახალი სიცოცხლის ჩასახვის ძალა, ერთმანეთთან განუყოფელ კავშირშია. ასწოვანი, მაღალი ხეების ბაღი, ერთი და იმავე დროს ფალიკური კულტისა და უკვდავების სიმბოლოა (Arbor Vitae), რომელიც ედემში დგას.
რა სიმბოლური ინტერპრეტაცია აქვს ხეების ამოღებას და გადანერგვას? ეს კასტრაციის კომპლექსის გამოხატულებაა. ფროიდი თავის კლასიკურ ნაშრომში „ტოტემი და ტაბუ“ ნათლად გვიჩვენებს ამ კომპლექსის წარმომავლობის მექანიზმს.
- აქვს თუ არა მრავალწლოვანი ხეების ერთ ბაღში კონცენტრაციის ფაქტს პოლიტიკური დატვირთვა?
- დიახ, კასტრაციის შიში და ფალიკური სიმბოლიკა ეს ძალაუფლების კლასიკური სიმბოლოებია. მთელი ძალაუფლება იქნება კონცენტრირებული ედემის ბაღში, სადაც უფლის როლში გამოდის ბაღის მფლობელი!
რედაქციისაგან: მასალის გამოყენების პირობები იხილეთ საიტის ბოლოს.