„თუ 2012 წელს საწვავში სამინისტრო ხარჯავდა 38 მლნ-ს, 2017 წელს ხარჯი იყო მხოლოდ 9 მლნ ლარი“

  13:43:56     13-02-2018

2017 წელს, 2012 წელთან შედარებით თავდაცვის სამინისტრომ 29 მილიონი ლარით ნაკლები საწვავი მოიხმარა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, თანხების ოპტიმიზაციის ფარგლებში, 50 ავტომობილი გადავიდა ავტოპარკზე და თანამდებობის პირები მორიგეობით სარგებლობენ ამ ავტომობილებით. 

„50 ავტომობილი გადავიყვანეთ მორიგეობით ავტოპარკზე, ანუ თუ ინდივიდუალურად სარგებლობდა თანამდებობის პირი ამ მანქანებით, ისინი მორიგეობით ისარგებლებენ ამ ავტოპარკით. თუ 2012 წელს საწვავში თავდაცვის სამინისტრო ხარჯავდა 38 მილიონს, 2017 წელს ხარჯი იყო მხოლოდ - 9 მილიონი ლარი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც თანხების რაციონალურად განაწილებას ითვალისწინებს”, - განაცხადა ლევან იზორიამ.