"მიხეილ სააკაშვილის ამბები ერთი იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალისთვის გამოდგება"
11:27:04     13-02-2018
"მიხეილ სააკაშვილის ამბები ერთი იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალისთვის გამოდგება", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში დეპორტაცია შეფასებისას განაცხადა.
ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნული საკითხი სცდება სერიოზული განხილვის ფარგლებს.
”მიხეილ სააკაშვილის ბოლო ამბები არის კომედიის ჟანრი. ეს არ არის პოლიტიკა, არც სერიოზული ქმედება. ეს აღარ არის არც სასაცილო. ეს არის ერთი იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალის სცენარი”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში, ქართულ რესტორანში გუშინ დააკავეს და მისი დეპორტაცია პოლონეთში განახორციელეს. ამ დროისთვის სააკაშვილი ვარშავაში იმყოფება.