კარნავალი იტალიაში- თავისუფლებისთვის ბრძოლა ფორთოხლებით

  14:10:00     12-02-2018

საკარნავალო სეზონის აღსანიშნავად იტალიის ქალაქ ივრეაში ტრადიციული ღონისძიება გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ფორთოხლებით ბრძოლა მოეწყო.

ტრადიციის თანახმად, შუასაუკუნეების ეპოქისთვის დამახასიათებელ კოსტიუმებში გამოწყობილი ორი ჯგუფი ერთმანეთს უპირისპირდება და ფორთოხლებს ესვრის.

სანახაობა, რომელიც ჯერ კიდევ 12-ე საუკუნიდან იღებს სათავეს, ყოველწლიურ მოვლენად კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქცა, სიმბოლურად თავისუფლებისთვის ბრძოლას გამოხატავს.

ღონისძიებისთვის ქალაქში ყოველ წელს 500 ტონა ფორთოხალი ჩააქვთ.