მმართველი გუნდი: „აფგან მუხთარლის ბრალდებები ცილისწამებაა“
13:41:21     12-02-2018
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მისამართით გამოთქმულ სკანდალურ ბრალდებებს მმართველი გუნდი ცილისწამებად მიიჩნევს.
„მინდა ცალსახად ვთქვა, რომ შეთქმულების იდეა და ბრალდებები, რომელიც გახმოვანდა მოქმედი თუ ყოფილი პრემიერის, ასევე მთავრობის მიმართ, არის აბსოლუტური სიცრუე“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ბრალდებების შეფასებისას განაცხადა.
„არავითარი შეხება ამ ინფორმაციას რეალობასთან არ აქვს. ეს გახლავთ პირდაპირი ცილისწამება და ბრალდება, რომელსაც ჰქონდა პოლიტიკური შინაარსი. ამიტომ, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არანაირ კავშირში არ არის სიმართლესთან", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით, მისი გატაცება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ვერ გადაწყდებოდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, აფგან მუხთარლის ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ არც რომელიმე აქ მყოფს გაუგია ძალიან ბევრი.
„არ ვიცი, როგორ უპასუხებს მთავრობა და გამოძიება ამ საკითხს, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში წაყენებული ბრალდებების ფონზე და ამ რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს სჭირდება, როგორც თვითონ გეგმავს, საერთაშორისო ყურადღება. რაც უფრო სკანდალური იქნება მისი განცხადება, ფიქრობს, რომ მეტ ყურადღებას მიიქცევს. რასაკვირველია, არც პრემიერი, არც ყოფილი პრემიერი ამ საკითხთან არანაირ კავშირში არ შეიძლება იყოს. მუხთარლი წლების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, საკმაოდ კომფორტულად და არანაირი პრობლემა მის ჟურნალისტურ საქმიანობას არ შექმნია, თუმცა არც ამ ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ გაუგია ძალიან ბევრი რომელიმე აქ მყოფს",- განაცხადა გია ვოლსკიმ.
თავის მხრივ, საპარლამენტო ოპოზიცია აფგან მუხთარლის საქმეზე, კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას და პარლამენტი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დაბარების აუცილებლობაზეც საუბრობს.
„ბიუროზე მთავარი საკითხი იქნება მუხთარლის საგამოძიებო კომისიის თემა. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ რამდენჯერმე, შეტანილი გვაქვს კონკრეტული წინადადება, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ეს საკითხი იყოს განხილული. დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სრულიად სამარცხვინო შეფასებები მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.
ციხიდან ორი დღით გათავისუფლებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნლისტმა აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ 28 მაისს, თბილისიდან მისი გატაცების ბრძანება პირადად პრემიერმა კვირიკაშვილმა გასცა.
მუხთარლი აღნიშნულ საქმეს მის ჟურნალისტურ მოღვაწეობას უკავშირებს, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე ალიევისთვის მიუღებელი იყო.
„ამ დანაშაულის სათავეში დგას პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. სწორედ, მან გასცა ბრძანება ჩემი გატაცების შესახებ. სწორედ მან გასცა ბრძანება რომ საბაჟოზე ჩემი აყვანა მომხდარიყო. ამ დანაშაულის სათავეში კვირიკაშვილი დგას. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საბაჟოს ხელმძღვანელმა, ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის უფროსმა და სავარაუდოდ კრიმინალურმა პოლიციამაც” - აცხადებს მუხთარლი ,,ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მუხთარლი ეჭვობს, რომ მისი გატაცების სანაცვლოდ ქართულმა მხარემ და კონკრეტულმა პირებმა ფინანსური სარგებელიც მიიღეს.