გურიაში, სოფელ შემოქმედში სუპერმარკეტი ააფეთქეს

  13:38:45     12-02-2018

გურიაში ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში სუპერმარკეტი ააფეთქეს. შემთხვევა დილას მოხდა. 

დამნაშავეებმა სოფლის ცენტრში მდებარ სუპერმარკეტში ხელყუმბარა  შეაგდეს. სუპერმარკეტში არავინ არ იმყოფებოდა მარკეტი მთლიანად არის დაზიანებული.

აფეთქების ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.  მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.