ეკა ბესელია: ოპოზიცია თავად გადაწყვეტს, როგორ დაალაგებს თავის სტრატეგიას

  13:25:20     12-02-2018

„ოპოზიცია თავად გადაწყვეტს, როგორ დაალაგებს თავის სტრატეგიას“, -  ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან ოპოზიციის ნაწილს გაერთიანებისკენ მოუწოდა. 

„ნუ ვიჩქარებთ, ყველაფერს თავისი დრო და ეტაპი აქვს. მე ვერ გეტყვით როგორი იქნება სააკაშვილის რჩევა თუ შეგონება ოპოზიციისთვის. არ მგონია, რომ მას განსაკუთრებული დატვირთვა და ღირებულება ჰქონდეს, გარდა იმ ჯგუფისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს. რაც შეეხება იმას, თუ როდის დასახელდება ჩვენი კანდიდატი და ვინ იქნება, ამას თავისი დრო აქვს. არც ისე დიდი ხანია დარჩენილი. წელს ჩვენ გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები და ჩვენს გეგმებზე ბუნებრივია ვისაუბრებთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.