მკვლელობებითა და გაუხსნელი საქმეებით სავსე ქვეყანა
12:57:18     12-02-2018
2018 წელს, საქართველოში რამდენიმე თავხედური მკვლელობა მოხდა. მათი დიდი ნაწილი ამ დრომდე გაუხსნელია. შს სამინისტრო ვერც მძიმე დანაშაულის პრევენციას ახერხებს და ვერც უკიდურესად საშიში დამნაშავეების დაკავებას.
რა ხდება გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე?
[I=2]ისედაც მძიმე კრიმინოგენური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა გენერალ ქუთათელაძის თავხედურმა მკვლელობამ. ომის გმირი გენერალი დღისით, სამუშაო ოთახში, მაყუჩიანი იარაღით მოკლეს.
ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, გენერლის მკვლელობის გამოძიებას ღირსების საქმედ აქცევდა. თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცის მკვლელობის მოტივი, დანაშაულის ჩამდენისა და მისი შემკვეთის ვინაობა.
სოსო ქუთათელაძის ახლობლების აზრით, არსებობს საშიშროება რომ პროკურატურამ გენერლის მკვლელობის საქმე თაროზე შემოდოს, ხოლო მკვლელი და შემკვეთი დაუსჯელნი დარჩნენ.
რა ხდება დოდო გუგაშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე?
ქუჩურ გარჩევებსა და „უბნებში“ ორგანიზებულ მკვლელობებს, სახლში მივარდნისა და ჩაცხრილვის ტრადიციაც დაემატა. ტრადიცია, რომელმაც ერთხელ უკვე მიიყვარა ჩვენი პატარა ქვეყანა უფსკრულამდე, ბნელ ოთხმოცდაათიანებში...
[I=3]დოდო გუგეშაშვილს, დღისით, სახლში მიუვარდნენ და მაყუჩიანი იარაღით მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს. მას თავში ესროლეს, თადარიგის პოვკოვნიკი კი, მძიმედ დაჭრეს.
დოდო გუგეშაშვილმა ამ წუთამდე არ იცის შვილის მკვლელობის ამბავი. ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ამ ცინიკურ დანაშაულს კიდევ უფრო ცინიკურს ხდის დაუსჯელობის სინდრომი. შს სამინისტრომ ისევ ვერ შეძლო საშიში დამნაშავის დაკავება.
გუგეშაშვილის ახლობლებმა ზუსტად არც ის იციან, თუ ვინ და რატომ ჩაიდინა ეს საზარელი დანაშაული.
ისინი მხოლოდ ვერსიებს ეყრდნობიან, რომლის მიხედვითაც ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობა, მაყუჩიანი იარაღითა და საკონტროლო გასროლით, 15 წლის წინანდელ უთანხმოებას უკავშირდება.
კიდევ ერთი საშიში შტრიხი ბნელი ოთხმოცდაათიანებიდან...
[I=4]მძიმე და შემაშფოთებელი კრიმინალური ფონის გაგრძელებაა ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაც. დავით ქმოსტელი ნიღბიანებმა ავტომატის ჯერით მაშინ ჩაცხრილეს, როდესაც ის სტუმრად მეგობართან მიდიოდა.
წარმოიდგინეთ, თბილისში დადიან ნიღბიანები, რომლებსაც თან ავტომატები დააქვთ და შურისძიების, ანგარებისა თუ სხვა მოტივით ადამიანებს ხოცავენ.
ხოლო პოლიცია სრულიად უძლურია გაუმკლავდეს კრიმინალთა თავხედურ შემოტევას, რომელიც თითოეულ თქვენგანს დიდ საფრთხეს უქმნის.
რას ამბობენ შსს-ში?
შს ყველაზე სუსტი მინისტრის - მღებრიშვილის „ჩამოლაბორანტების“ შემდეგ, პოლიციაში თითქოს ყველაფერი უკეთესობისაკენ უნდა შეცვლილიყო. თუმცა, გახარიამ საზოგადოების თვალში ნდობაშერყეულ პოლიციას, ჯერჯერობით, ვერ უწამლა.
[I=5]მართალია, ახალმა მინისტრმა თითქოს კარგად დაიწყო და ზოგიერთი სამწუხარო გარემოებაც აღიარა (მაგალითად, შემაშფოთებელი სტატისტიკა), მაგრამ მან უკვე რამდენჯერმე ვერ ჩააბარა გამოცდა, რომელიც მას მკვლელებმა და ზოგადად, კრიმინალებმა მოუწყვეს. ჯერ კიდევ ხორავას ქუჩაზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედია გახდა ახალი მინისტრის თავსატეხი.
თუმცა, ორი არასრულწლოვანის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი, კვლავ დარჩენილია განცდა დაუსჯელობის სინდრომის შესახებ.
საქმე იმდენად სუსტი და ამავე დროს მრავალმხრივია რომ გამოძიებასთან პრეტენზიები აქვთ როგორც განსასჯელებს, ისე დაზარალებულებსაც.
რაც შეეხება სხვა გახმაურებულ მკვლელობებს, ყაჩაღობებს, ქურდობებსა და ორგანიზებული დანაშაულის „გამონათებებს“, შს სამინისტრო აქაც მოიკოჭლებს.
ექსპერტთა აზრით, პოლიციის არაეფექტური მოქმედება, ერთი მხრივ, ზოგადი არასახარბიელო კრიმინალური ფონითააა განპირობებული და მეორე მხრივ, დაუსჯელობის სინდრომით, რომელსაც თან ახლავს საქმეების ჩაწყობა, მსუბუქი სასჯელის მოლოდინი და პრეზიდენტ მარგველაშვილის მიდრეკილებაც - შეიწყალოს მის გარემოცვასთან დაკავშირებული მკვლელები და რეციდივისტები...
რა არის გამოსავალი?
[I=6]კანონმდებელთა ერთი ნაწილი გახშირებული მკვლელობების და ძალადობის ფონზე, სასჯელის გამკაცრებას ითხოვს. დღევანდელი კანონმდებლობით, მკვლელი, შესაძლოა, ნაკლებად დაისაჯოს, ვიდრე არაძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი პირი.
ამიტომ, იურისტთა აზრით, „საჭიროა როგორც პოლიციელთა მოტივაციის ამაღლება, ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს, ისე შეკრებითობის პრინციპის ხშირი გამოყენება მძიმე დანაშაულთა საქმეებზე“.
თუმცა, საკანონმდებლო პაკეტებიც და კანონმდებელთა აზრებიც დარჩება ხმად, მღაღადებელთა უდაბნოსა შინა, თუ სახელმწიფომ კვლავ გააგრძელა ორმაგი სტანდარტის გამოყენება, კრიმინალთა ჩართვა წინასაარჩევნო ამბებში, ბრალდებულთა სელექცია „კრიშას“, ნათესაური პრინციპის გათვალისწინებით და სამართალდამცველთა დემოტივაცია...