„მან ბევრი სიმღერა მოიპარა“ - ქვინს ჯონსი ჯექსონს პლაგიატში ადანაშაულებს
12:32:42     12-02-2018
ლეგენდარული მუსიკალურ პროდიუსერი ქვინს ჯონსი, მაიკლ ჯექსონს პლაგიატში ადანაშაულებს. ის ხშირად თანამშრომლობდა მაიკლ ჯექსონთან.
84 წლის მუსიკოსი, მსახიობი, დირიჟორი, კომპოზიტორი, სატელევიზიო პროდიუსერი, ინსტრუმენტალისტი ჯონსი ამბობს: „რაც კი ოდესმე გამიკეთებია სიმართლის მთქმელია, მე არაფერი მაქვს საერთო შიშთან“.
გამოცემა vulture ქვინს ჯონსთან ინტერვიუს გვთავაზობს.
-თქვენ მუშაობდით მაიკლ ჯექსონზე, რას გვეტყვის მის შესახებ?
-მე არ მიყვარს ამაზე საუბარი საჯაროდ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მაიკლ ჯექსონმა ბევრი სიმღერა მოიპარა. ამით ის შეურაცხყოფას აყენებდა სხვა ხელოვან ადამიანებს.
-როგორ თუ მოიპარა?
-მაიკლი ხარბი კაცი იყო. ალბომი სახელწოდებით Off The Wall დაკომპლექტებული იყო სხვასხვა კომპოზიტორის სიმღერებისგან.
-როგორი იყო ჯექსონი მუსიკის გარეთ? რა უნდა ვიცოდეთ მასზე?
-მის სიკვდილზე სხვადასხვა ლეგენდები არსებობს, მე მას კარგად ვიცნობდი, მის სიკვდილს პლასტიკურ ქირურგიას მივაწერ, რომელმაც სხვადასხვა სახის დაავადებები გამოიწვია.
-მას ბევრი პრბლემა ჰქონდა, რითი იყო ეს პრობლემები გამოწვეული?
-დიახ, მას ჰქონდა სხვადასხვა სახის პრობლემები, მათ შორის ფინანსურიც. მაგრამ მისთვის ყველაზე საშინელი შეგრძნება იყო მამამისის სიტყვები, მან ჯექსონს უთხრა, რომ ის იყო მახინჯი და ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ჯექსონს.მისი ცხოვრება უცნაური იყო. რაც უფრო დრო გადის მით უფრო უცნაურად მეჩვენება ის.
დარწმუნებული ხართ რომ მე მასზე ბევრი რამე ვიცი?
-მაშინ მაინტერესებს, რა გინდათ, რომ არ იცოდეთ?-ვინ მოკლა კენედი.
-თქვენი აზრით ვინ ჩაიდინა ეს?
-ამაზე პასუხი თვითონ მაინტერესებს.