"დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა"

  12:05:16     12-02-2018

ღუდუშაურის საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით,  დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, შესაბამისად, დღეს ექიმები ისევ შეიკრიბებიან და გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა მას პალატაში.

ამასთანავე, საავადმყოფოს ტერიტორიაზე უკვე საათზე მეტია იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენელები, თუმცა პრესსამასახურში აცხადებენ, რომ გუგეშაშვილის გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.