რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო გლოვა გამოცხადდა

  10:43:38     12-02-2018

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, გლოვა გამოცხადდა.

ავიაკატასტროფის ძირითად მიზეზებს შორის განიხილება ძრავის აალება, სპიდომეტრის გაუმართაობა, შესაძლო მოყინულობა და მფრინავის მიერ დაშვებული შეცდომა.

ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს მილიონი რუბლის კომპენსაციას მისცემენ.
კერძო სახლის სათვალთვალო კამერამ Ан-148-ის ჩამოვარდნის მომენტი დააფიქსირა. ვიდეო Youtube-ზე გავრცელდა.კადრებში ჩანს ლაინერის ჩამოვარდნის და შემდეგ აფეთქების კადრები.

რეისი ნომერი 703 დომოდედოვოდან ორსკში მიფრინავდა. ლაინერი მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდაის სარატოვის ავიახაზებს ეკუთვნოდა.ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა 71 ადამიანი, მათ შორის 6 ეკიპაჟის წევრი. დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანია - 17 წლის ილია, 12 წლის ევგენი და 5 წლის ნადეჟდა.