გორში სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს

  10:01:42     12-02-2018

გორში, სტალინის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია "ბუმი" დააყაჩაღეს - მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს მაღაზიაში არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.