ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: პოლიტიკური იმპოტენტი... გულისრევის გარდა, არაფერს იმსახურებს
20:17:00     11-02-2018
„გადაგვარებული პოლიტიკური იმპოტენტის, იგივე მიშა სააკაშვილის ინტერვიუს და ბრალდებებს რაც შეეხება - ეგ ტოქსიკური და ბოროტი კლოუნი რაც მეტ ბრალდებას ისვრის ჩვენი მისამართით, მით უკეთესი“, - ამ სიტყვებით „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება.
„უნდა ვუპასუხოთ, ვუპასუხოთ მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ უფრო ნათელი გახდეს, რომ მაგ მორალურად დეგრადირებულ არსებასთან აღარაფერი გვაკავშირებს.
მაგრამ გულისრევის გარდა, ცხადია არაფერს იმსახურებს ეგ საფრთხობელა.
ერთი დღე ვერ გაუძლო ციხეს და მონანიების სამარცხვინო წერილები წერა პოროშენკოს, დღეს დამდგარა და აგრძელებს საქართველოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფას მხოლოდ იმიტომ, რომ მისნაირ მხდალ და დეგრადირებულ პოლიტიკოსს უარი უთხრა ისე, რომ ერთი წამით არ დაფიქრებულა თავად რა შეეშალა მათთან.
არანაირი აზრი შინაარსის გარჩევაში შესვლას არ აქვს, იმიტომ რომ მისი ყველა სიტყვა ურთიერთგამომრიცხავია და მის ნათქვამს, მთლიანობაში შინაარსი არ გააჩნია.
მთავარია ყველამ დაიჯეროს, რომ მაგ გამყიდველ და მხდალ ჯამბაზთან აღარაფერი გვაკავშირებს“, - აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში პოლიტიკურ პარტია „ევროპულ საქართველოზეც“ ისაუბრა.
„ის ხალხი, ვინც არის „ევროპულ საქართველოში“, თუ ისინი არ არიან პირდაპირ ივანიშვილს მიყიდულები და მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ასეთი ხალხი იქ არის, ბრმა არ ვარ, გარდა იმისა, ვინც პირდაპირ აიღო ფული და გაყიდა", - აღნიშნა სააკაშვილმა.