მოსკოვში ავიაკატასტროფის შედეგად ყველა მგზავრი გარდაიცვალა

  19:58:29     11-02-2018

მოსკოვში ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.  ბორტზე 71 ადამიანი იყო, აქედან 65 მგზავრი, ხოლო 6 ეკიპაჟის წევრი.

SaratovAilines-ის სამგზავრო თვითმფრინავი An-148 მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტიდადან აფრენისთანავე რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა.

BBC-ის ინფორმაციით, უკვე იპოვეს ერთი შავი ყუთი. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფრენინას თვითმფრინავი ვერტმფრენს დაეჯახა, თუმცა ეს ვარაუდი უარყვეს.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს, თუმცა ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.