„ჩემს დეპორტირებას აპირებდნენ“ - მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების მორიგ მცდელობაზე საუბრობს
18:20:59     09-02-2018
მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების მორიგ მცდელობაზე საუბრობს.
„პოროშენკო ახლა მეჯლისზე გაუბედურებული უკრაინელების ხარჯზე ცეკვავს და ვიდრე ქვეყანაში არ არის, ჩემი გაგდების ბრძანება გასცა. შენობაში უცხოელ მეგობრებს ვხვდებოდი, როდესაც ჩვენთან ქვემოდან ამოვიდა ხალხი და გვითხრა, რომ ავტომატებით შეიარაღებული პირების ჯგუფი მოდის სააკაშვილის დასაკავებლადო.
შევეცადეთ ლიფტში შესვლას და ზედა სართულებზე ასვლას. ამ დროს დაცვის სამსახური „ალფას“ წევრებს საბუთებს სთხოვდა. ისინი ამბობდნენ რომ სააკაშვილის დასაკავებლად მოვედითო, მაგრამ როგორც გაირკვა მათ სასამართლოს დადგენილება არ ჰქონდათ. დღეს დანიშნულია რამდენიმე დაკითხვა ცრუ საქმეზე, რომელზეც უნდა წავეყვანე. ამ დაკითხვების შემდეგ ისინი ჩემს დეპორტირებას აპირებდნენ,"-აცხადებს სააკაშვილი.
ცოტა ხნის წინ დავით საყვარელიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გრანდ ოტელის“ შენობასთან, სადაც უკრაინული ოპოზიციის ლიდერი შეხვედრებს მართავდა, "ალფას" სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებას აპირებდა. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების განცხადებით, სასტუმროსთან დაახლოებით 15-მდე სამართალდამცვბელი იმყოფებოდა, თუმცა მათ ტერიტორია მალევე, მიხეილ სააკაშვილის გარეშე დატოვეს.
უსაფრთხოების სამსახურში და გენერალურ პროკურატურაში ინფრომაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმი სასტუმროში არ გაუგზავნიათ. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ რადას დეპუტატები, რომლებიც ადგილზე მივიდნენ. იური დერევიანკოს თქმით, შეიარაღებული სამართალდამცველები სასტუმროში ნამდვილად დასაკავებლად მივიდნენ, თუმცა ისინი შენობაში დაცვის პერსონალმა არ შეუშვა.