ელენე ხოშტარია დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

  15:37:44     09-02-2018

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის საქმე ქვეყნის იმიჯს აზიანებს. 

ელენე ხოშტარია დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

„ხელისუფლება რომ არ იყოს ამაში ჩართული, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესში იქნებოდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს ეს საკითხი და გასცეს ამ კითხვებს პასუხი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

როგორც ცნობილია,  აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი გატაცება საქართველოს პრემიერმინისტრის თანხმობით მოხდა.