ჩაშლილი სამხედრო გარიგება

  10:51:40     27-05-2011

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალფრედო პერეს რუბალკაბამ ჟურნალისტებს ხუთი ესპანელი და სამი ირანელი ბიზნესმენის დაპატიმრების შესახებ აცნობა. ბიზნესმენები გარიგების უკანასკნელ დეტალებს იხილავდნენ, როცა მათ თავს სამართალდამცველები დაადგნენ.

ათი სამხედრო ვერტფმრენი, ამერიკული წარმოების  Bell 212, რომელიც ცახალის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში შედიოდა, აშშ-ის თანხმობით, ესპანელებს გადაეცა. საფრენი საშუალებები ესპანეთიდან ვენესუელაში უნდა გაყიდულიყო.

მოგვიანებით ცახალის ვერტფრენები ესპანელმა ბიზნესმენმა პედრო მატორნამ, მისი თქმით, ქვეყნის სახანძრო სამსახურისათვის შეიძინა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ვერტმფრენებით ირანი დაინტერესდა და ესპანელ ბიზნესმენებს გარიგება შესთავაზა. შესაბამისად, მატორნას გეგმებიც შეიცვალა. 

ცახალისგან ვერტფრენები 20 მილიონ დოლარად იქნა ნაყიდი. გერგილიანი ევროპელი ბიზნესმენი კი მათ გაყიდვას ირანელებზე 100 მილიონ ევროდ ცდილობდა.