„დავრეკე 122-ში და დავიწყე გადაღება...“ - რა კადრები გადაიღო გუგეშაშვილის მკვლელობის მოწმემ?
00:08:27     09-02-2018
დოდო გუგეშაშვილის მეზობელი და შემთხვევის ერთ-ერთი მოწმე აცხადებს, რომ მან გადაიღო ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან, რომელზეც, სავარაუდოდ, აღბეჭდილია როგორც დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი, ასევე მოკლული ნოდარ გუგეშაშვილი.
მოწმეს პორკურატურაში გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული, ამიტომ მან დეტალებზე არ ისაუბრა.
„ბოდიშს ვიხდი, მაგრამ გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მაქვს ხელი მოწერილი პროკურატურაში და ვერაფერს გეტყვით, რაც ზოია ბებომ გითხრათ იმის იქით. ზოია ბებომ დაინახა სავარაუდო მკვლელი მე არც დამინახავს, დანარჩენს ვერ გეტყვით.
მოწმეებიდან ერთადერთი ვარ, სავარაუდოდ, ვისაც გაუთქმელობის პირობა დაადებინეს, მე სხვა არ ვიცი... შეიძლება სხვებსაც მოაწერინეს ხელი.
დიახ, მე მაქვს კადრები, რომელიც პროკურატურაში დავტოვე...
პირველ რიგში, ავღნიშნავ რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ, იმანაც ხელი შემიწყო შუქი არ იყო და არ ფიქსირდბოდა კამერა იყო ჩართული თუ ფანარი.
პირველმა მე დავრეკე 112-ში... კარზე რომ კაკუნი იყო, გავაღე და დაჭრილი დოდო ვნახეთ, შემდეგ დავრეკე 122-ში და დავიწყე გადაღება... მანამდე ვიღებდი, სანამ ქალბატონი დოდო წაიყვანეს საავადმყოფოში...
ვიღებდი დერეფანში, სახლშიც ავედი... სადაც კი შევძელი ფიზიკურად შესვლა იქ გადავიღე ყველაფერი. ჩემს შემდეგ მოვიდა პატრული დაახლოებით ერთ წუთში.
რაც შეეხება მკვლელის გადაღებას, მე მკვლელისთვის თვალი არ მომიკრავს, ამიტომ არც მყავს გადაღებული“ - განაცხადა მოწმემ „პალიტრანიუსში“ სტუმრობისას.