ლევან იზორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში წარდგება

  17:00:36     07-02-2018

13 თებერვალს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში წარდგება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ლევან იზორია საპარლამენტო კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს და უწყების სამომავლო გეგმებს გააცნობს.

“გარდა ამისა, მიმდინარე წლის განმავლობაში, თითქმის ყოველთვიურად, ჩვენ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობას მოვუსმენთ. 20 თებერვალს საკომიტეტო მოსმენა გაიმართება, სადაც სახელმწიფო დაზვერვის სამსახური საინფორმაციო ბრიფინგს ჩაატარებს რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე. შეხვედრები დაზვერვის სამსახურთან პერმანენტულად გაგრძელდება, რათა დეპუტატები ინფორმირებული ვიყოთ რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშების მოსმენასაც გეგმავს.