შსს დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

  12:36:38     07-02-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„დღეს მიღებული შეყტობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა.

გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.