"აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. გადასვლებთან დაკავებული იყო 1025 მოქალაქე"

  16:54:53     06-02-2018

2017 წლის მონაცემებით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. გადასვლებთან დაკავებული იყო 1025 მოქალაქე. აქედან 43-ის წინააღმდეგ აღიძრა ე.წ. სისიხლის სამართლის საქმე, 28 პირი კი გაძევებული იქნა აფხაზეთის ტერიტორიიდან ე.წ. საბუთების გაყალბების ნიშნით.

ამის შესახებ აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015-2017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს.

​ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის ამოცანაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კონფლიქტამდე კანონიერად მცხოვრებ პირებსა და მათ შთამომავლებზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვა, სახელმწიფო სერვისების შეთავაზება, მათი ადგილზე გაძლიერების მიზნით, რათა დევნილებისათვის საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნების  საფუძველი შეიქმნას.

"ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მონაცემები, რაც მიუთითებს, რომ  ძალიან რთული მდგომარეობა ნარჩუნდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 2017 წლის მონაცმებით, მხოლოდ ე.წ. გადასვლებთან დაკავშირებით დაკავებული იყო 1025 მოქალაქე, აქედან 43-ის წინააღმდეგ აღიძრა ე.წ. სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც დაჯარიმდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხის ჯარიმით, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიიდან  გაძევებული იქნა 28 პირი  ე.წ. საბუთების გაყალბების ნიშნით. დღევანდელი სიტუაცია ისევ სახარბიელო არ არის"-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.