არჩილ თალაკვაძე: უმრავლესობა მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას
16:00:32     06-02-2018
საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას, რათა ამ მედიასაშუალებისთვის გამოყოფილი დაფინანსება იყოს ეფექტიანად გამოყენებული და მხარს უჭერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს კიდევ უფრო სწრაფი, ეფექტური და კიდევ უფრო მეტი აუდიტორიის მქონე მედიასაშუალება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები დაწყებულია და როგორც კი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიხე აშშ-დან დაბრუნდება, უმრავლესობა საბოლოო კონსულტაციებს გამართავს.
„უმრავლესობა მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას, მხარს უჭერს, რომ ამ მედიასაშუალებისთვის გამოყოფილი დაფინანსება იყოს ეფექტიანად გამოყენებული და მხარს უჭერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს კიდევ უფრო სწრაფი, ეფექტური და კიდევ უფრო მეტი აუდიტორიის მქონე მედიასაშუალება, ვინაიდან მას აქვს არა მხოლოდ ის ვალდებულება, რაც ზოგადად მაუწყებლებს აქვთ, არამედ მეტი სოციალური პასუხისმგებლობაც. ამიტომ უკეთესი ტექნიკური პირობები, გადაიარაღება, უკეთესი ინფრასტრუქტურა და უკეთესი პირობები საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ კანონპროექტზე გამოყენებულ ვეტოს დაძლევს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ არგუმენტები, რომლის გამოც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებას, კვლავ რჩება დღის წესრიგში.