სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაღუპულ მოსახლეობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

  11:52:05     06-02-2018

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაღუპულ მოსახლეობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, რადგან მათ სირიის მთავრობა მფარველობს.

სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ ადგილზე მომუშავე სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბრობენ. მედიკოსების ონფორმაციით, საავადმყოფოებში ქლორინით მოწამვლის სიმპტომებით 11 ადამიანი გუშინ მოათავსეს.