რუსთავში 21 წლის ბიჭი მისივე თანატოლმა გოგომ დაჭრა
00:06:09     05-02-2018
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 21 წლის ბიჭი სავარაუდოდ, მისივე თანატოლმა გოგომ დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას info rustavi ავრცელებს.
მამაკაცი ღამის 3 საათზე სისხლდენით ერთ-ერთ ღამის სუპერმარკეტში შევიდა და დახმარება ითხოვა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
დაჭრილი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა და რამდენიმე ორგანო ამოაჭრეს. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომაერეობა სტაბილურია.
შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.