"მათი განმარტებით, იქამდე, ვიდრე არ იქნება ექსპერტიზის დასკვნები, დაზარალებულად ცნობა შეუძლებელია"
15:40:34     02-02-2018
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და მთავარ პროკურორს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ოჯახის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მათ მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც ეხება საქმის მასალების გადაცემას და დაზარალებულად ცნობას, ამ ეტაპისთვის უარი მიიღეს.
„მათი განმარტებით, იქამდე, ვიდრე არ იქნება ექსპერტიზის დასკვნები, დაზარალებულად ცნობა შეუძლებელია. მე მესმის, მე იურისტი ვარ და ვიცი, რომ გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებაში არსებობს თმენის ვალდებულება, თუმცა ამის გაგება ოჯახის წევრებისთვის რთულია.
მეორე მოთხოვნა იყო წვდომა საქმის მასალებთან მიმართებაში. მათი განმარტებით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლო მასალებზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმეში ინახება, წვდომა ვერ მოხდება", - განაცხადა ადვოკატმა.