უკრაინელი სამართალდამცველები სააკაშვილის პარტიის აქტივისტების სახლებში ჩხრეკას ატარებენ

  14:31:50     01-02-2018

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინელი სამართალდამცველები მისი პარტიის აქტივისტების სახლებში ჩხრეკას ატარებენ. როგორც მან აღნიშნა, ამის მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისი პარტიის წევრების მიერ დღეს დაგეგმილი ფლეშმობია.

„აქტივისტების ჯგუფი დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ფლეშმობს აწყობს, პოროშენკოს მალდივის კუნძულებზე მოგზაურობასთან დაკავშირებით. ის, რომ დღეს სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებენ, ეს პასუხია ამ აქციაზე. ძალიან ნერვიულობენ ამ აქციის გამო, ვინაიდან მართლები არ არიან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.