უხუცესები პანკისის ხეობაში მთავარ პროკურორთან შესახვედრად ემზადებიან.
11:49:06     01-02-2018
მას შემდეგ რაც ირაკლი შოთაძემ მაჩალიკაშვილების ოჯახთან საუბრისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მას უხუცესები ხეობაში ჩასვლას სთავაზობენ.
რატომ ესროლეს თემირლან მაჩალიკაშვილს და რატომ აიგივებენ პანკისის ხეობას ტერორიზმთან - პანკისის მოსახლეობა მთავარი პროკურორისგან პასუხს, სწორედ ამ კითხვებზე ითხოვს. პანკისელები ფიქრობენ, რომ მათი კითხვები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.
უხუცესები გამოძიების დროულად და ობიექტურად ჩატარების აუცილებლობაზეც საუბრობენ.
„ჩატარდეს გამოძიება ობიექტურად და როგორც საჭიროა და არაფერი მიწერ-მოწერები არ ჰქონდეს. ამას ითხოვს ხალხი, ჩვენ ამას ვითხოვთ. უნდა დასრულდეს გამოძიება ობიექტურად და სუფთად, როგორც საჭიროა,“- განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესი, პლატონ გუნაშაშვილმა.