მიხეილ სააკაშვილი ძებნილი პოლიტიკოსების ხუთეულში შეიყვანეს
10:02:02     01-02-2018
„ძებნილად ყოფნა არასდროს სასიამოვნო არაა, თუმცა არსებობენ განსაკუთრებით საინტერესო „ძებნილი ადამიანები“, რომლებიც საკუთარი გეოპოლიტიკური დრამის მიზეზით მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. შესაძლოა, მათმა კონკრეტულმა ისტორიებმა 2018 წელს მსოფლიოს ვითარებაზეც გავლენა მოახდინონ“, - ნათქვამია ცნობილ ამერიკულ ჟურნალ “თაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორია იან ბრემერი - პოლიტოლოგი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი.
პუბლიკაციაში მოცემულია „ყველაზე საინტერესო ძებნილი ადამიანების“ ხუთეული: კარლეს პუჩდემონი (კატალონიის მთავრობის ექს-ხელმძღვანელი), ფეთჰულაჰ გიულენი (თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი, მქადაგებელი), ჯულიან ასანჟი (ავსტრალიელი ჟურნალისტი, ინტერნეტ-საიტ „ვიკილიქს“-ის შემქმნელეი და მფლობელი), რამუშ ჰარადინაი (კოსოვოს ექს-პრემიერ-მინისტრი) და მიხეილ სააკაშვილი (საქართველოს ექს-პრეზიდენტი).
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
„დასავლეთში განათლებამიღებული მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2003 წელს მომხდარი მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი 2004-2013 წლებში ჰქონდა დაკავებული. მიხეილ სააკაშვილს თანამდებობის დატოვება საკმაოდ მძიმე ფონზე მოუხდა, როცა მას ბრალად წაუყენეს ადამიანის უფლებების დარღვევები და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა. ექს-პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა. 2015 წელს მან უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინადადება მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა, აუცილებელი რეფორმები გამხორციელების მიზნით. მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. 2016 წლის ნოემბერში იგი თანამდებობიდან გადადგა, მუქარანარევი პრესკონფერენცია გამართა და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინაში კორუფციის მხარდაჭერასა და ოდესაში ადგილობრივი დანაშაულებრივი დაჯგუფებების მფარველობაში პირადად დაადანაშაულა.
რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილს ასეთი ნაბიჯით უკრაინის მმართველ ელიტაში გულშემატკივრების რაოდენობა ვერ მოემატა. პირიქით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს უკრაინის პრომოსკოვური ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან კავშირში. პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გასული წლის ივლისში ჩამოართვა და ყოფილი გუბერნატორი მოქალაქეობის არმქონე პირად იქცა.
გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ვიდეოკადრები, თუ როგორ ცდილობს კიევში, შენობის სახურავზე ამძვრალი მიხეილ სააკაშვილი პოლიციისგან გაქცევას. საბოლოოდ პოლიციამ იგი მაინც დააკავა, მაგრამ შემდეგ მხარდამჭერები სამართალდამცველების სამსახურებრივ ავტოფურგონს გარს შემოერტყნენ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეს. მან გაქცევა მოახერხა. ხდება ხოლმე, რომ დამნაშავეები ზოგჯერ გმირებად იქცევიან მათ თვალში, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის“.