საბურთალოზე #35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს
00:08:40     01-02-2018
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი შიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება. არასრულწლოვნები თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდების დაჭრის მიზეზი.
თბილისის 35-ე საჯარო სკოლის დირექტორის მიხეილ ჩიკვილაძის განცხადებით, მოზარდების დაჭრის შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.
როგორც ჩიკვილაძემ აღნიშნა, ის ესაუბრა სკოლის დარაჯს, რომელმაც განუმარტა, რომ შენობაში ან სკოლის ეზოში მოზარდები არ შეუნიშნავს.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით, დღეს აღნიშნული მოსწავლეები სკოლაში არ გამოცხადდნენ. მისივე თქმით, ორივე მოზარდი კარგი ქცევით გამოირჩევა და მათ პედაგოგები დადებითაც აცხასიათებენ.
„ორივე ჩვენი მოსწავლეა, მე-12 კლასში სწავლობენ და ორივე გამოირჩევა კარგი დისციპლინით. პედაგოგები ორივე მათგანს დადებითად ახასიათებენ. დღეს ისინი სკოლაში არ იმყოფებოდნენ. ასევე, ვესაუბრე დარაჯს, რომელმაც მითხრა, რომ სკოლის ეზოში მოზარდები ან უცხო პირები არ ყოფილან და ეს შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი არ არის“, - განაცხადა მიხეილ ჩიკვილაძემ.