სროლა მოსკოვის ცენტრში-არიან დაშავებულები

  17:46:13     31-01-2018

მოსკოვში, მეტროსადგურ „პაველეცკაიასთან“ მდებარე ბიზნესცენტრში სროლა იყო.

წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულებიც.
„ადგილზე მიემართებიან საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფები. საგანგებო სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესცენტრში სროლა იყო, არიან დაშავებულებიც“, - აცხადებს წყარო.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.