ჯანდაცვის ექსპერტები „ფეისბუქს“ ბავშვებისთვის მესენჯერის გაუქმებისკენ მოუწოდებენ
11:56:48     31-01-2018
ჯანდაცვის ექსპერტები „ფეისბუქს“ ბავშვებისთვის მესენჯერის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ათზე მეტი ორგანიზაციისა და 100-მდე ჯანდაცვის ექსპერტმა, „ფეისბუქის“ გენერალურ დირექტორს მარკ ცუკერბერგს წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ ჩათის აპლიკაცია სავარაუდოდ, ბავშვების ჯანსაღ განვითარებას ზიანს აყენებს.
"ციფრულ სამყაროში შვილების აღზრდა საკმაოდ რთულია, ჩვენ ვითხოვთ, რომ თქვენ არ გამოიყენოთ „ფეისბუქის“ უზარმაზარი მიღწევა და გავლენა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაგვირთულეს მათი აღზრდა“-ნათქვამია წერილში.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდები არ არიან მზად სოციალური მედიის ასეთი სწრაფი განვითარებისთვის.მათივე თქმით, ეს აპლიკაცია სირთულეებს წარმოშობს ურთიერთობებში, რომელიც ხშირად გაუგებრობას და კონფლიქტს იწვევს ხოლმე.გარდა ამისა, ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ დემოგრაფიული კონფიდენციალურობის სრულიად განვითარებული გაგება არ არსებობს.
„ფეისბუქის“ დირექტორმა განცხადა, რომ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებლად გადაიდმება ნაბიჯები, მაგალითად როგორიცაა ათეულობით ექსპერტისა და 250-ზე მეტი ონლაინ უსაფრთხოების ორგანიზაციის კომიტეტთან მუშაობის პროგრამა. იგი ასევე შეხვდება მშობლებს, რათა მოისმინოს მათი ძირითადი შეშფოთება.
თუმცა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს ნაბიჯებიც შეიძლება არ იყოს საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად.
„ფეისბუქის“ სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანია ბავშვებისთვის ამ აპლიკაციის დახურვას გეგმავს, თუმცა როდის მოხდება ეს ან როგორ ჯერჯერობით უცნობია.