დავით მათიკაშვილი: პირობას ვიძლევი, სამუდამოდ გავქრები პოლიტიკური ორბიტიდან

  00:21:07     31-01-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მის მიმართ ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს. 

„ამ ერთი წლის მანძილზე რაც პოლიტიკითი ვარ დაკავებული, პირველად გავხდი პირადული, საკუთრივ ჩემს წინააღმდეგ მიმართული ცილიწამების  მსხვერპლი და მიხვდი თუ რა მძიმე გადასატანია მტკნარი სიცრუე. მარგინალურ ძალად გადაქცეულმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბატონ ნარიდაძის სამეტყველო აპარატის გამოყენებით  რაღაც აბსურდი დამაბრალა: კავშირი და ლობირება ადამიანის, რომელსაც ფიზიკურად არ ვიცნობ, ასეთი მეზობელი მე არასდროს მყოლია, ვიზუალურად რომ დავინახო, შესაძლოა, გამახსენდეს რომ ბავშობაში ნანახი მყავს,  შესაძლოა არა,  თან ფაქტებზეა საუბარი რა დროსაც კერძო სტუქტურაში ვსაქმიანობდი და პოლიტიკასთან  კავშირი არ მქონია, მეტი რა გითხრათ, ამ მარაზმის ატანა უკვე აღარ შეიძლება. ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები, აუტანელი ცილისმწამებლური თავდასხმების ობიექტებად არიან ქცეული და ამას წერტილი უნდა დაესვას",- წერს პარლამენტარი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ კეთილი უნდა ინებოს და სულ მცირე ბოდიში უნდა მოიხადოს ამ სიბინძურისთვის,  თუ არადა  დაამტკიცოს ის, რაც თქვა.

" პირობას ვიძლევი, სამუდამოდ გავქრები პოლიტიკური ორბიტიდან! თუმცა რეალობა სხვაა მეგობრებო, ეს არის ნაცმოძის მიზანმიმართული ბინძური ილეთი: მოდი მე ეხლა მათიკაშვილს დავაბრალებ (არა აქვს მნიშვნელობა, რას) და მერე მან იმართლოს თავი, ხვალ სათქმელი რომ გაუჩნდეს მავანს რომ: "უი კაცო, ეგ ის მათიკაშვილი არ არის ამას და ამას რომ აკეთებდა, იმათ და იმათ ლობირებდაო, რუსთავი 2 ზე მოვისმინეო, იტყვის და მართალ ადამიანს სიბინძურეს და სისაძაგლეს დასწამებს. ამიტომაცაა რომ იმდენად მძიმე და ბინძურია - ცრუმოწმეობა, თავისი შინაარსით, რომ ქრისტიანულმა მორალმა ცალკე ცოდვა უბოძა ამ უსაქციელობას. მეგობრებო, ბოდიშს გიხდით ამდენი  ემოციისთვის, მაგრამ როგორც იტყვიან " აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს", - აღნიშნავს დავით მათიკაშვილი.