რუსეთის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა ვაშინგტონის შავ სიაშია
15:48:53     30-01-2018
რუსეთის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა ვაშინგტონის შავ სიაშია. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს ე.წ. კრემლის მოხსენება წარუდგინა, ანუ იმ პირების სია, ვისაც მომავალში შესაძლოა, ვაშინგტონის სანქციები შეეხოს.
სიაში სულ 210 ადამიანი მოხვდა, აქედან, 114 პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენია. ჩამონათვალში რუსეთის მთავრობა თითქმის სრული შემადგენლობით მოხვდა, მათ შორის არიან პრემიერი, დიმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც.
ასევე, სიაში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომლები, პარლამენტის გავლენიანი წევრები და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები.
„შავ სიაში“ არიან „ფორბსის“ სიაში შესული ბიზნესმენები, რომელთა ქონებაც მილიარდ დოლარს აღემატება, ისინი დოკუმენტში პირდაპირ ოლიგარქებად არიან მოხსენიებული.
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ანგარიშს გასაიდუმლოებული ნაწილიც აქვს, რომელიც შესაძლოა, მოიცავდეს იმ პირებს, ვინც გასაჯაროებულ ნაწილში არ ფიგურირებს.
კრემლის მოხსენებას უკვე მოჰყვა რეაქციები მოსკოვში. რუსი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ვაშინგტონმა ამერიკის მტრების სია შეადგინა. მათ, ასევე აღნიშნეს, რომ ეს ქმნის გუანტანამოს პრეცენდენტს ბიზნესში და ამგვარად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს.
აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ ჰანთსმანმა "კრემლის შესახებ მოხსენებასთან" დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი სასანქციო სია არ არის.
„ეს მხოლოდ მოხსენებაა, რომლის გამოქვეყნება კანონითაა საჭირო, ხოლო აშშ-ის კონგრესი შემდგომ გადაწყვეტილებას იღებს, თუ რა მოიმოქმედოს. არ არის საჭირო ემოციები რომ სჭარბობდეს. ეს არ არის ახალი სანქციები. ეს მხოლოდ მოხსენებაა“, - განაცხადა რუსეთში აშშ-ის ელჩმა.
ჯონ ჰანთსმანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მოხსენება მხოლოდ იმ პირთა სიაა, ვისაც გავლენა აქვს რუსეთში.