აფეთქებას იემენში 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა
14:47:00     30-01-2018
იემენის ერთ-ერთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აფეთქება მოხდა. უბედურ შემთხვევას 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი შაბვას პროვინციაში აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
იემენი 2011 წლიდან პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობაშია. კრიზისი საპროტესტო გამოსვლებით დაიწყო, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის სურვილის - კონსტიტუციაში საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი გააუქმებინა წინააღმდეგ იყო მიმართული. პრეზიდენტი სალეჰი გადადგა და საპრეზიდენტო უფლებები გადაეცა ვიცეპრეზიდენტ მანსურს, რომელიც 2012 წლის 21 თებერვალს ფორმალური ერთკანდიდატიანი არჩევნებით აირჩიეს.
კონფლიქტის შედეგადსაერთო ჯამში იმენში, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 20 მილიონზე მეტი კი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.